,,მე რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამადარი"
ა ფ ო რ ი ზ მ ე ბ ი :
,,ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა."
,,ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს."
,,არ–დავიწყება მოყვრისა აროდენ გვიზამს ზიანსა."
,,არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!"
,,არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა."
,,ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია."
,,ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!"
,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!"
,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი."
,,განგებასა ვერვინ შეცვლის, არ–საქმნელი არ იქმნების."
,,გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა."
,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის."
,,დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს."
,,დგომა მგზავრისა ცთომაა."
,,ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა."
,,ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა."
,,ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების."
,,ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!"

,,ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!"
,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია."
,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა–თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების."
,,თუ თავი სენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები."
,,თქმულა: ,,სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!"
,,თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა."
,,თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია."
,,იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!"
,,კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, კარგი რა საკვირველია!"
,,კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად."
,,კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!"
,,კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა."
,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია."
,,მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა."
,,მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია."
,,მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!"
,,მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია."
,,მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!"
,,მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად."
,,მტერი მტერსა ვერა ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს."
,,მაგრა თქმულა: ,,კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების."
,,მართლად იტყვის მოციქული: ,,შიში შეიქმს სიყვარულსა."
,,ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!"
,,ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი."
,,ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად."
,,რასაცა გასცემ, შენია, რაც არა დაკარგულია!"
,,რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა."
,,რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების."
,,რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?"
,,რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?"
,,რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა."
,,სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა,
რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!"
,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა."
,,სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად."
,,სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა."
,,სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა."
,,სხვა სხვისა ომსა ბრძენია."
,,უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია."
,,უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან."
,,ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად."
,,ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა გმობს და აგრე ცრუობს."
,,ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია."
,,ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა,
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა."
,,ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა."
,,ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად."
,,ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული."

- ,,ვეფხისტყაოსანში" ოთხჯერ არის დასახელებული ავტორი, როგორც რუსთველი.
- შოთა რუსთაველის ტრადიციული სურათი XVIII საუკუნის ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსნიდან" მომდინარეობს.
- ზიჩისეული ილუსტრაციების გმირთა პროტოტიპებია: მამია გურიელი - შოთა, ჯამბაკურ გურიელი - ფარსადანი, ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი - თინათინი, ქაიხოსრო გურიელი - როსტევანი.
- სულხან-საბას ,,სიტყვის კონაში" ,,ვეფხისტყაოსანზე" მითითება ახლავს 50-მდე სიტყვას.
- XVIII საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე ტიმოთე გაბაშვილი ასე წერს რუსთაველის შესახებ: ,,მთქმელი ლექსთა, ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართველთა სიწმიდისა წილ ბილწება და განრყვნა ქრისტიანობა."
- 1965 წელს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთის მცხოვრებ დალი ნანეიშვილს ერთად შეეძინა სამი შვილი, რომლებსაც ,,ვეფხისტყაოსნის" გმირთა სახელების მიხედვით ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი დაარქვა.
- ,,ვეფხისტყაოსანში" მოხსენებულია ოცდაცამეტი სახეობის ცხოველი, აქედან თორმეტი შინაურია.
- ქართველი მეცნიერები პოემაში დადასტურებული ადგილებით ამტკიცებენ, რომ შოთა რუსთაველი ჰელიოცენტრისტი იყო. ჰელიოცენტრიზმის გზით ქართული ასტრონომიის განვითარება ,,ვეფხისტყაოსნის" გარდა სხვა წყაროებიდან არ დასტურდება.
- მიხაი ზიჩი ,,ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების შესაქმნელად ჯერ სტუდიურ დადგმით ფოტოებს იღებდა, შემდეგ მათ მიხედვით ქმნიდა ესკიზებს. მისი ილუსტრაციებით გაფორმებული ,,ვეფხისტყაოსანი" კი გიორგი ქართველიშვილის მხარდაჭერით გამოიცა.
- 1709 წელს ვახტანგ მეექვის მიერ გაისნა პირველი ქართული სტამბა თბილისში. პირველად 1712 წელს სწორედ აქ დაიბეჭდა ,,ვეფხისტყაოსანი."
- ვახტანგ მეექვსის სტამბაში ,,ვეფხისტყაოსნის" 1000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. იმ ათასიდან დღეს 21 ცალიღაა შემორჩენილი.
- უნგრელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა მიხაი ზიჩმა მის მიერ შესრულებული ,,ვეფხისტყაოსნის" 34 ილუსრაცია ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა.
- მეჩვიდმეტე საუკუნის ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის - მამუკა თავაქალაშვილის მიერ 1646 წელს გადაწერილი ,,ვეფხისტყაოსანი" დღემდე შემორჩენილი უძველესი დათარიღებული ხელნაწერია. ილუსტრაციების გარდა აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები.
- ,,ვეფხისტყაოსნის" სათანადო ადგილების და სტროფების გაშიფრვით გიორგი თევზაძემ გამოიკვლია, რომ ასტრალური შინაარსის შემცველი ყოველი სტროფი თუ სტრიქონი ციურ მოვლენებზე დაკვირვებისა და მათი ჭეშმარიტი ცოდნის შედეგია. რუსთაველის ასტრალური წარმოდგენები, მისი შეხედულებანი მზის სისტემაზე გაცილებით სწორი და პროგრესული იყო, ვიდრე მაშინ გაბატონებული აზრები.
- აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ მიღებული პტოლემეოსის გეოცენტრული სისტემა ,,ვეფხისტყაოსანში"უარყოფილია და მის ნაცვლად მოცემულია სამყაროს აგებულების ახალი მოდელი, რომელიც მეცნიერთა მიერ მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში იქნა შემუშავებული.
- სამეცნიერო მონოგრაფიამ - ,,რუსთაველის კოსმოლოგია" დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ყველაზე მაგარი ბლოგი რაც კი არსებობს wow
ReplyDelete